გააზიარე:
  • Facebook Share
  • Twitter Share
  • GooglePlus Share

სტაჟირება

კომპანია "Digital Design" აცხადებს ინტერნის (სტაჟიორის) ვაკანსიას ვებ დეველოპერის პოზიციაზე.

3 თვიანი კურსის მანძილზე შემდეგ ინტერნები მიიღებენ ცოდნასა და რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას.

კურსის დასრულების შემდეგ კანდიდატები მიიღებენ შესაბამის სერთიკიფიკატსა და სარეკომენდაციო წერილებს. წარმატებული ინტერნები დასაქმდებიან კომპანიაში.

პროფესიული მოთხოვნები:

  • HTML/PHP/CSS პროგრამული ენის ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
  • Javascript, Ajax ტექნოლოგიების ცოდნა;

აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის კონვერტაცია პროგრამულ კოდში;
  • ვებგვერდების პროგრამული ნაწილის შესრულება;
  • ტექსტუალური და ფოტო მასალის განთავსება ვებ–გვერდზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ (შესვენება 14:00–15:00).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ ვებ-ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით) და CV მისამართზე: info@digitaldesign.ge 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Intern". არასრული განაცხადები არ განიხილება.