ინტერნეტ სივრცეში მარკეტინგის და ოპტიმიზაციის აღსანიშნად იყენებენ ისეთ ცნებებს როგორიცაა SEO და SEM.

SEM (Search Engine Marketing) - საძიებო სისტემების მარკეტინგი, SEO (Search Engine Optimisation) - საიტების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისათვის.

საიტების მორგება საძიებო სისტემებზე საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც ზუსტ გამოთვლებს საჭიროებს. ჩვენ კომპანიაში ამას აკეთებენ პროფესიონალები, რომლებიც სწრაფად რეაგირებენ ქსელში მიმდინარე ცვლილებებზე და იღებენ ადეკვატურ ზომებს დასახული მიზნების მისაღწევად.

საიტის საძიებო ოპტიმიზირების შედეგი იქნება:

  • საძიებო სისტემებში უფრო მაღალი პოზიციების დაკავება;
  • დაინტერესებული ადამიანების რიცხვის ზრდა;
  • თქვენი საიტის სახელის ცნობადობის გაზრდა;
  • გაყიდვების გაზრდა.

საიტის ოპტიმიზაცია გახლავთ პირველი ნაბიჯი, საიტის განვითარებისაკენ. ამ დროს ხდება სამუშაოს ტექნიკური ნაწილის და შინაარსის შესწავლა და ანალიზი.

აუდიტი შესაძლებლობას იძლევა გავარკვიოთ თუ რატომ იკავებს თქვენი საიტი საძიებო სისტემაში დაბალ პოციზიას. შეცდომების გამოვლენის შემდეგ დგება ტექნიკური დავალება და იწყება საიტის ოპტიმიზირება საძიებო სისტემების ალგორითმების შესაბამისად.

შემდეგ შეიძლება საიტის საძიებო განვითარების დაწყება. ჩვენი სპეციალისტები იწყებენ მუშაობას თქვენი საიტის ბმულებთან და ირჩევენ მათი განთავსებისთვის ოპტიმალურ ველებს. აღნიშნული ქმედებები ძალიან მალე მიგვიყვენენ სასურველ შედეგებამდე, რის შემდეგაც დავიწყებთ პოზიციების შენარჩუნებისათვის ზრუნვას.