გააზიარე:
  • Facebook Share
  • Twitter Share
  • GooglePlus Share

კომპანია დიჯიტალ დიზაინი ჩამოყალიბდა 2008 წელს. დღეისათვის იგი წარმოადგენს კვალიფიციური მენეჯერების, პროგრამისტების და ვებ-დიზაინერების ჯგუფს, რომელიც ქმნის ტექნოლოგიურად და ვიზუალურად თანამედროვე, ოპტიმალურ ვებ გადაწყვეტილებებს საქართველოში.

ჩვენი მომსახურების სფერო მოიცავს ნებისმიერი მოცულობისა და სირთულის ვებ-გვერდების დამზადებას - პრომო (სავიზიტო) საიტებიდან მსხვილ კორპორატიულ პორტალებამდე, ბრენდინგს - ლოგოტიპებისა და კომპანიის კორპორატიული სტილის შემუშავებას, პოლიგრაფიულ მომსახურებას, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, IT მხარდაჭერას.

ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევისას ჩვენ გპირდებით ოპერატიულად შესრულებულ, ხარისხიან პროდუქტს და აღებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებას, ვინაიდან ჩვენი მიზანია დამკვეთების კმაყოფილების დამსახურება და მათთან ხანგრძლივი, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

კომპანიის მისიაა ისეთი პროდუქტის შექმნა და გადაწყვეტილებების შეთავაზება, რომელიც იქნება ეფექტიანი მარკეტინგული ინსტრუმენტი ჩვენი დამკვეთებისათვის.

დიჯიტალ დიზაინი გახლავთ გამოცდილებისა და ახალგაზრდობის, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, წესიერებისა და სანდოობის ერთობლიობა.