ლოგიტიპი გახლავთ ამა თუ იმ კომპანიის სახელწოდების, საქონლის ან მომსახურების ორიგინალური გამოსახვა, რომლის მთავარი ფუნქციაა კომპანიის დამმახსოვრებადი იმიჯის შექმნა. იდეალურ შემთხვევაში, ლოგოტიპის დიზაინი უნდა გამოხატავდეს ფირმის საქმიანობის ძირითად მიმართულებას.
ლოგიტიპის შემუშავების მთავარი მიზანია ყურადღების მიპყრობა კომპანიის მიერ განხორციელებად საქმიანობაზე. მისი შემუშავებით იწყება ისეთი მნიშვნელოვანი ვიზუალური მახასიათებლის ჩემოყალიბება, როგორიცაა კორპორატიული სტილი.
ჩვენ მიერ შემუშავებული ლოგიტიპი:
- ადვილად აღქმადია;
- გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით;
- შედგება ურთიერთთავსებადი ფერის, ფორმის და ზომის ელემენტებისაგან;
- არ კარგავს ხარისხს ზომის ზრდასთან ერთად;
- ესადაგება კომპანიის პოზიციონირების ამოცანებსა და მარკეტინგულ სტარტეგიებს.