გააზიარე:
  • Facebook Share
  • Twitter Share
  • GooglePlus Share

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კომპეტენტურ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პრინციპებს და მზად არიან გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა, უნარი და გამოცდილება ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე, შესრულებული სამუშაოების ნუსხა და სამოტივაციო წერილი შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@digitaldesign.ge

მიმდინარე ვაკანსია

კომპანია "Digital Design" აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროგრამისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Web-აპლიკაციების, პორტალების და რთული Web-პროექტების შემუშავება;
** ტექნიკური დავალებების ადაპტირება, აპლიკაციების არქიტექტურის დაგეგმვა და პროტოტიპების შემუშავება;
** აპლიკაციებისა და სერვერული ნაწილის ურთიერთქმედების ოპტიმიზაცია;
** კლიენტის ტექნიკურ პერსონალთან კომუნიკაცია;
** პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი;
** საბოლოო პროდუქციის ტესტირება;

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** HTML5/PHP/CSS/AJAX ტექნოლოგიების ცოდნა;
** MySQL, Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
** ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება: Laravel, Wordpress, Drupal და სხვა.
** რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** სამუშაოს თანამდროვე და კომფორტულ გარემოში;
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს - 5 დღე კვირაში, 10:00 - 19:00 სთ (შესვენებით);
** საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობას;
** მუდმივი ზრდის პერსპექტივა - როგორც ცოდნის, ასევე კარიერული;
** დიდ და მეგობრულ კოლექტივს;
** სოციალურ პაკეტს;
** კორპორატიულ ღონისძიებებს - ბანკეტები, ექსკურსიები, გართობა;
** კონკურენტუნარიან ხელფასს (გასაუბრების შედეგად, კვალიფიკაციის მიხედვით);
** ბონუსებს წარმატებით დასრულებული პროექტებისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

** პირადი CV;
** სამოტივაციო წერილი - რატომ სურთ ჩვენთან მუშაობა;
** ნამუშევრების პორტფოლიო - რეალური ვებ-მისამართები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ;
** ხელფასი: 1000 - 2000 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით)