გააზიარე:
  • Facebook Share
  • Twitter Share
  • GooglePlus Share

დიზაინი

ჩვენ მიერ შექმნილი ვებ-გვერდი პირველ რიგში ესთეტიკურად მიმზიდველი და ჰარმონიულია. მასში გაერთიანებულია დამკვეთის სურვილები და ვებგვერდის დიზაინის შემუშავების საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტები.

პროდუქტის ხარისხი

ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტი დახვეწილია, როგორც გრაფიკული ელემენტების, ისე პროგრამული კოდის გამართულობის თვალსაზრისით.

ფასი

ჩვენ გთავაზობთ რეალურ ფასებს, რომელიც განისაზღვრება ვებ საიტზე დახარჯული დროითა და განსახორციებელი სამუშაოს სირთულით და არა დამკვეთის სახელით, ან წლიური ბიუჯეტით.

დაცულობა

ჩვენი პროდუქტის პროგრამული კოდი მაქსიმალურად დაცულია „გატეხვისა“ და ჰაკერული შეტევებისაგან. ვინაიდან, უსაფრთხოება უზრუნველყოფილია გამართული პროგრამული უზრუნველყოფითა და სისუსტეების გათვალისწინებით.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მიერ შექმნილი დინამიკური საიტები იმართება ინდივიდუალური შინაარსის მართვის მექანიზმით (CMS) რომლის კოდი და მოდულების წყობის მექანიზმი სხვა გავრცელებული ალტერნატივებისგან (Joomla, Drupal და ა.შ) განსხვავებით არ არის ღია და ცნობილია მხოლოდ ჩვენთვის - დამკვეთისთვის და შემსრულებლისათვის.

საიტის ადმინისტრირების საკუთარი მექანიზმი (CMS)

ჩვენ შევიმუშავეთ საიტის ადმინისტრირების მექანიზმი, რომელიც ზემოაღნიშნული დანიშნულების - საიტის დაცვის ფუნქციის გარდა, საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ ნებისმიერი სახის მოდული საიტისათვის და არ შემოვიფარგლოთ გავრცელებული ღია მექანიზმების შესაძლებლობებით. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი საიტის ადმინისტრირების მექანიზმი დაფუძნებულია ღია პროგრამულ არქიტექტურაზე, შექმნილია მთლიანად ჩვენი კომპანიის მიერ და არ იყენებს მესამე პირთა მიერ წარმოებულ საავტორო უფლებებით დაცულ კოდს.

ინოვაციური მიდგომები

ჩვენი ყოველი პროდუქტი შექმნილია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით და გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები. ჩვენ ყოველ ახალ პროექტში ახალი ტექნოლოგიებისა და ტრენდების დანერგვას ვცდილობთ.

ოპტიმიზირებული პროდუქტი საძიებო სისტემებისათვის

ჩვენ გთავაზობთ საძიებო სისტემებში სწორად ინტეგრირებულ ვებ-გადაწყვეტილებებს, რომლის საშუალებით თქვენი საიტი ყოველთვის იქნება საძიებო სისტემების პირველ გვერდებზე.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ქართული ვებ-ტექნოლოგიების განვითარების ბაზარზე, ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც იწყებს ე.წ. „მეგობრული URL-ების“ (SEF URL - Search Engine Friendly URL) ტექნოლოგიის მასიურ დანერგვას. რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს საიტების ძიების პროცესს ყველა არსებულ საძიებო მექანიზმში.

დამკვეთთან ურთიერთობა

პროექტის მიმდინარეობის პროცესში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დამკვეთთან, ვითვალისწინებთ მის სურვილებს, უპირატესობებს და ასევე ვთავაზობთ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დამკვეთის კმაყოფილების დამსახურება, ისე ხარისხიანი, პროფესიონალურად შესრულებული პროდუქტის მიღება, რომელიც ეფექტიანი მარკეტინგული იარაღი იქნება როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის.

ტრენინგი და ტექნიკური მხარდაჭერა

ყოველი პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვატარებთ უფასო ტრენინგს დამკვეთისთვის, რათა სრულად და სწორად გავარკვიოთ ის შინაარსიის მართვის სისტემის (CMS) მუშაობის პრინციპებში.

პროექტის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში, ჩვენ ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ვახორციელებთ აღმოჩენილი ხარვეზების ოპერაციებს.