ხალხს ხშირად ჰგონია, რომ საიტის ინფორმაციულ შევსებას კომპანიის ნებისმიერი თანამშრომელი შეძლებს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. უპირველეს ყოვლისა, სპეციალისტმა, რომელიც საიტს ინფორმაციულად ავსებს, უნდა იცოდეს HTML-მარკაპის საწყისები და, ასევე, ჰქონდეს სხვადასხვა CMS პანელებთან მუშაობის და ფოტოსურათების რეტუშირების გამოცდილება.

რას გთავაზობთ ჩვენ?

უნიკალური ტექსტური ქონთენთის მომზადება

ტექსტური ქონთენთი ეს არის ინფორმაცია, რომლის მიტანა გსურთ საიტის მომხმარებლებისთვის. ჩვენ გთავაზობთ ხარისხიანი, გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართული ტექსტური ქონთენთის მომზადებას.

უნიკალური SEO ქონთენთის მომზადება

ვებ-გვერდის ტექსტების შედგენისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ორი რამ: ტექსტი უნდა იყოს უნიკალური, არაკოპირებული, სპეციალურად ამ გვერდისთვის მომზადებული და მაქსიმალურად გაჯერებული შინაარსის შესაბამისი საძიებო სიტყვებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი თქვენი გვერდი კარგად მოიძებნოს საძიებო სისტემაში.

გრაფიკული მასალის დამუშავება

სპეციალისტის მიერ რეტუშირებული და "მინიმალურ" ზომაში შენახული ფოტოსურათები არასდროს დატვირთავს თქვენს ვებ-გვერდს და ყოველთვის პროფესიონალურად გამოჩნდება საიტზე.

დიდი რაოდენობის მასალის განთავსება

ჩვენი კომპანიის ქონთენთ-მენეჯერების გუნდი ნებისმიერი ოდენობის მასალას მოერევა.

ფასები?

ყოველი სამუშაოსა და ხელშეკრულების ფასი ინდივიდუალურად დგინდება. იგი დამოკიდებულია მასალის მოცულობასა და თემატიკაზე - ცხადია, რომ გაუს-ოსტროგრადსკის თეორემაზე ტექსტის მომზადება გაცილებით რთულია თოჯინა ბარბის ვარდისფერ კაბის აღწერაზე.