თქვენ უკვე გაქვთ ვებ-გვერდი და მას პერიოდულად სჭირდება ტექნიკური დახმარება?
თუ ამისთვის თქვენ დაიქირავებთ ვებ-დეველოპერს, გარდა ყოველთვიური ხელფასისა, დასჭირდება გამოყოფილი სამუშაო ადგილი, სოციალური პაკეტი, წვდომა ინტერნეტთან და ა.შ. ასეთი თანამშრომლის მოძიებას, მისი სამუშაო ადგილის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ინტერნეტ-ტრაფიკის ღირებულებასაც თქვენ თავად დაფარავთ.
მაგრამ, შესაძლებელია სხვა მიმართულებით წახვიდეთ, და ზემოთჩამოთვლილი ხარჯების ნაცვლად მიმართოთ კომპანიას, რომელიც ამ მომსახურებას მოგაწვდით გაცილებით მისაღები პირობებით. თქვენი ვებ-გვერდის პერსონალური დეველოპერი თავის ადგილას იქნება - ჩვენს ოფისში, ამავე დროს კი მასთან დაკავშირებას სამუშაო საათების მანძილზე ნებისმიერ დროს შეძლებთ.
მსგავსი მომსახურების ღირებულება გაცილებით იაფი საშტატო თანამშრომლის ხელფასთან შედარებით, ამასთანავე ჩვენს სპეციალისტებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საიტების შექმნასა და განვითარებაში.
ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგს:
- ვებ-გვერდის გარანტირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ჰოსტინგთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება;
- საიტის წვდომადობისა და ჩატვრითვის სიჩქარის მონიტორინგი;
- ვებ-გვერდის გადატანა სხვა ჰოსტინგზე;
- თქვენი კომპანიის თანამშრომლების კონსულტაცია საიტის რედაქტირებასა და ინფორმაციული შევსების მხრივ;
- ვებ-გვერდის სტრუქტურის ცვლილება: ახალი განყოფილებებისა და გვერდების დამატება;
- ვებ-გვერდის შინაარსის ცვლილება: ტექსტებისა და მედია-მასალის ჩამატება;
- მთვლელების კოდების ჩამატება;
- ონლაინ-ჩეთის, სტუმართა წიგნის, უკუკავშირის ფორმების დამატება;
- საიტის სარეზერვო კოპირება და დაარქივება;
- და ა.შ.