გააზიარე:
  • Facebook Share
  • Twitter Share
  • GooglePlus Share

ვებ-გვერდის, საიტის დამზადება

ვებ-გვერდი სულ უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება მსოფლიო მასშტაბით, ვინაიდან წარმატებული ბიზნესი დღეს უკვე წარმოუდგენელია საკუთარი ვირტუალური სივრცის გარეშე. კომპანია დიჯიტალი, საქართველოს ვებ-ტექნოლოგიების ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს და ჩვენი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ ყველა იმ ასპქეტით, რაც ქმნის საიტს საიმედოს, წარმატებულსა და საჭიროს.

რა არის საჭირო ჩვენთან საიტის შეკვეთისათვის:

  • პირველ რიგში თქვენ უნდა მოუყვეთ ჩვენ სპეციალისტებს როგორი პროდუქტი გსურთ და შეავსოთ სპეციალური ფორმა;
  • თქვენი განაცხადის საფუძველზე ჩვენ შევაფასებთ შესასრულებელი სამუშაოების სირთულეს და მასშტაბურობას და წარმოგიდგენთ მათ ღირებულება;
  • შემდეგ გადავალთ უშუალოდ საიტის დამზადების ეტაპზე.

საიტის დიზაინის შემუშავება

მოგეხსენებათ, რომ აღქმის სისტემის თავისებურების გამო, ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს ვიღებთ მხედველობითი რეცეპტორებიდან. ადამიანების გარეგნული მხარე და სხვადასხვა საგნების გაფორმება ჩვენთვის ძალიან მნიშნვნელოვან როლს თამაშობს. საიტის დიზაინი არ გახლავთ გამონაკლისი. ამა თუ იმ გვერდზე მოხვედრისას, მაშინ როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა ინფორმაციას მივიღებთ, ჩვენი მხედველობითი რეცეპტორები უკვე აფასებენ საიტის ვიზუალურ მხარეს თავისი კრიტერიუმებით.

საიტის დიზაინის შემუშავება ძალინ სერიოზული და საპასუხისმგებლო ეტაპია. იგი უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცააკითხვადობა, თემასთან თავსებადობა ფუნქციონალობა და ა.შ.

გამოცდილმა დიზაინერებმა იციან როგორ გახადონ ინფორმაცია საიტზე ადვილად აღქმადი და დამმახსოვრებადი.

ჩვენი კომპანიის ვებ დიზაინერები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საიტის დიზაინი პასუხობდეს მის წინაშე წაყენებულ ყველა მოთხოვნას და შეესაბამებოდეს დამკვეთის სურვილებს. გამოცდილება, მაღალი მოტივაცია და პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას შევქმნათ წარმატებული და ესთეტიკური ინტერნეტ-გვერდები.

საიტის პროგრამირება

საიტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მისი „ძრავა“ ანუ პროგრამული საფუძველი. საიტის პროგრამირების დროს ხდება მისი ფუნქციონალის, პროგრამული მოდულების შექმნა და ა .შ. უმნიშვნელო შეცდომამაც კი საიტის პროგრამირების დროს შეიძლება შეაფერხოს საიტის მუშაობა, ამიტომ ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ.

ჩვენ გთავაზობთ საიტების პროგრამირებას ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით როგორიცაა PHP, HTML, CSS, JavaScript, Ajax და ა.შ. ჩვენი კომპანიის პროგრამისტები ნებისმიერ საიტზე მუშაობისას ხელმძღვანელობენ პრინციპებით:

  • მაქსიმალური საიმედოობა;
  • მართვის მაქსიმალური ავტომატიზაცია;
  • მაქსიმალური ფუნქციონალობა;
  • შეცდომების სრული აღმოფხვრა.

ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენი კლიენტები იღებენ მუშა, საიმედო და ადვილად მართვად საიტებს.

პრომო საიტი

1000+ GEL
პრომო საიტი მოიცავს მოკლე ინფორმაციას კომპანიის, პროდუქციის, მომსახურებისა და სიახლეების შესახებ
  • კომპანია Digital-ის მიერ შემუშავებული გრაფიკული დიზაინი
  • ენების რაოდენობა: 2
  • სრული გრაფიკული თავსებადობა მობილურ მოწყობილობებთან;
  • წინასწარ განსაზღვრული ძირითადი გვერდები: მთავარი, ჩვენ შესახებ, სიახლეები, კომპანიის შესახებ, ფოტოგალერეა, კონტაქტი
  • ორენოვანი ინტერფეისი - ქართული და ინგლისური;
  • საიტის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობა (Digital Smart CMS)
  • გამოყენებადი ტექნოლოგია: HTML, CSS, PHP, MySQL;
  • დამზადების ვადა: 10 დღე.
დეტალურად

ბიზნესი

2000+ GEL
ბიზნეს საიტი მოიცავს ინფორმაციას კომპანიის, პროდუქციის, მომსახურებისა და სიახლეების შესახებ
  • ინფორმაცია კომპანიის ბინზეს-საქმიანობის შესახებ
  • დამკვეთთან შეთანხმებადი გრაფიკული დიზაინი;
  • სრული გრაფიკული თავსებადობა მობილურ მოწყობილობებთან;
  • გვერდები: მთავარი, ჩვენ შესახებ, კომპანიის საქმიანობა, პროდუქცია, სიახლეები, ფოტოგალერეა, კონტაქტი.
  • ტექსტისა და სიახლეების მართვის მექანიზმი (Digital CMS);
  • ორენოვანი ინტერფეისი - ქართული და ინგლისური;
  • გამოყენებადი ტექნოლოგია: HTML, CSS, PHP, MySQL;
  • დამზადების ვადა: 30 დღემდე.
დეტალურად

ექსკლუზივი

5000+ GEL
ექსკლუზიური საიტი გახლავთ ვებ გადაწყვეტილება, რომლის ფუნქციონალობა მთლიანად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე და მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით.
  • კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალობა და საიტის სტრუქტურა
  • ექსკლუზიური, თანამედროვე დიზაინი დამკვეთის გემოვნებით
  • ენების რაოდენობა: 2-4
  • ტექსტის, სიახლეების და მედია მასალის მართვის მექანიზმი
  • საიტის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობა (Digital Smart CMS)
  • გამოყენებადი ტექნოლოგია: HTML, CSS, PHP, MySQL, Oracle, Javascript, Flash და სხვა
დეტალურად