ბიზნეს პროექტების დაფინანსება
„დიჯიტალ დიზაინის“ პარტნიორია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (BAS).
ბას საქართველოში არსებობს 2003 წლიდან და სთავაზობს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს ისარგებლონ სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურეობით და განახორციელონ საკონსულტაციო პროექტები თანადაფინანსების საფუძველზე.
ბას-ი საწარმოებს სთავაზობს პროფესიული საკონსულტაციო მომსახურების ფართო არჩევანს და პროექტის დასრულების შემდეგ გასცემს გრანტს.
საკონსულტაციო მომსახურებების ჩამონათვალი ასევე მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, ვებგვერდების დამზადებას, ბრენდინგს, მარკეტინგული მასალების დიზაინს და ელექტრონულ კომერციას.