სტაჟირება
კომპანია "Digital Design" აცხადებს ინტერნის (სტაჟიორის) ვაკანსიას ვებ დეველოპერის პოზიციაზე.
3 თვიანი კურსის მანძილზე შემდეგ ინტერნები მიიღებენ ცოდნასა და რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას.
კურსის დასრულების შემდეგ კანდიდატები მიიღებენ შესაბამის სერთიკიფიკატსა და სარეკომენდაციო წერილებს. წარმატებული ინტერნები დასაქმდებიან კომპანიაში.
პროფესიული მოთხოვნები:
- HTML/PHP/CSS პროგრამული ენის ცოდნა;
 - მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
 - Javascript, Ajax ტექნოლოგიების ცოდნა;
 
აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
 - ლოგიკური აზროვნების უნარი;
 - გუნდში მუშაობის უნარი;
 - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
 
ძირითადი მოვალეობები:
- ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის კონვერტაცია პროგრამულ კოდში;
 - ვებგვერდების პროგრამული ნაწილის შესრულება;
 - ტექსტუალური და ფოტო მასალის განთავსება ვებ–გვერდზე.
 
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ (შესვენება 14:00–15:00).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ ვებ-ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით) და CV მისამართზე: info@digitaldesign.ge 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Intern". არასრული განაცხადები არ განიხილება.
