ვაკანსია: უმცროსი ვებ-დეველოპერი
კომპანია "Digital" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ვებ-პროგრამისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სწავლა და განვითარება;
- ვებ-გვერდების პროგრამული ნაწილის შესრულება;
- პროექტებზე პროგრამისტთა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობა.
აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:
- HTML5/CSS3/PHP/Jquery/JavaScript ტექნოლოგიების ცოდნა;
- SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
- რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- Laravel, CodeIgniter, Drupal, WordPress ან სხვა CMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:
- სწავლის და განვითარების სურვილი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჩვენთან მუშაობის უპირატესობა:
- რეალურ პროექტებზე ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების შეძენა;
- პროფესიული და თანამდებობრივი ზრდის პერსპექტივა;
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
საწყისი ხელფასი: ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით), CV და სასურველი მინიმალური ხელფასი მისამართზე: info@digitaldesign.ge 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Junior Web Developer".
არასრული და არათავსებადი განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული ელ.ფოსტის მეშვეობით. ვებ-გვერდი: http://www.digitaldesign.ge