ვებ-დეველოპერი
კომპანია "Digital Design" აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროგრამისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ვებ-გვერდების პროგრამული ნაწილის დამოუკიდებელი შესრულება;
- პროექტებზე პროგრამისტთა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობა.
აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:
- HTML5/PHP/CSS/Jquery/JavaScript ტექნოლოგიების ცოდნა;
- SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
- რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საშუალო დონეზე);
- Wordpress, Joomla, 1C Bitrix, Drupal და სხვა CMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი:
- გრაფიკულ რედაქტორებში (Photoshop, Illustrator, Corel) მუშაობის გამოცდილება;
- 1C Bitrix სისტემის ცოდნა;
- Adobe Flash-პროგრამირების ცოდნა.
აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენთან მუშაობის უპირატესობა:
- რეალურ პროექტებზე ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების შეძენა;
- პროფესიული და თანამდებობრივი ზრდის პერსპექტივა;
- მეგობრული კოლექტივი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ხელფასი: კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით), CV და სასურველი მინიმალური ხელფასი მისამართზე: info@digitaldesign.ge 2014 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Web Developer".
არასრული და არათავსებადი განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული ელ.ფოსტის მეშვეობით. ვებ-გვერდი: http://www.digitaldesign.ge